GeorgeEagle Studio-მ საშინელებათა ჟანრის თამაში გამოუშვა

საქართველოში არსებულმა თამაშების სტუდია – GeorgeEagle Studio-მ ორწლიანი მუშაობის შემდეგ საშინელებათა ჟანრის თამაში – Walk To Light Didirosha გამოუშვა.

ამის შესახებ ინფორმაციას venatus-ი ავრცელებს.

თამაშის მოვლენები საქართველოში, მანგლისის ბნელ და მისტიკურ ტყეში ვითარდება. მოთამაშის მოვალეობაა თავი დააღწიოს სიბნელესა და არეულობებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თამაშზე მუშაობა 2 წელი მიმდინარეობდა. საბოლოოდ კი თამაში PC პლატფორმაზე 5 ოქტომბერს გამოვიდა.

თამაში ხელმისაწვდომია, როგორც VR მოწყობილობით თამაშისათვის, ასევე მის გარეშეც.

თამაშის ყიდვა შესაძლებელია დამოუკიდებელი თამაშების ონლაინ სერვისზე Itch.io.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *